ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა – “უოტფორდმა” სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო

ჩემპიონშიფის 39-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „პლიმუთთან“ ფრეს დასჯერდა – 0:0.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ბევრს და უხიფათოდ უტევდნენ, შესვენების შემდეგ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ვატამ ბურთი ხარიხას გაარტყა, ბაას მეკარე ჰაზარდმა არ გაატანინა, ორი კარგი მომენტი კი ბაიომ ვერ გამოიყენა და აუტსაიდერის დამარცხება ვერ შეძლეს.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 7.4, flashscore 6.9, whoscored 6.7.
„უოტფორდი“ ამ მომენტისთვის 53 ქულით მე-9 ადგილზეა და 5 აპრილს სტუმრად „ბრისტოლს“ დაუპირისპირდება.
უოტფორდი – პლიმუთი 0:0

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში