“ჩავერთვებით საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში” – “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო კომისია შექმნა

31
ქართული ოცნების მთავრობა განცხადებას აქვეყნებს, რომლის ცნობითაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ქართული ოცნების გუნდის ლიდერი, ირაკლი , ქართული ოცნების დანიშნული პრეზიდენტი, , დედაქალაქის მერი, , სუსის უფროსი, , სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და სხვები.
განცხადებაში წერია:
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.