“შური და ცილისმწამებლობა ჩვენთვის დამახასიათებელი მძიმე სენია. დავფიქრდეთ ამაზე…” – ირმა ინაშვილი

ურთიერთდაუფასებლობა, შური და შურის თანმდევი ცილისმწამებლობა ჩვენთვის დამახასიათებელი მძიმე სენია. დავფიქრდეთ ამაზე… იქნებ გამოვსწორდეთ კიდეც, იქნებ… ლევან გაჩეჩილაძემ, ძმებმა გაჩეჩილაძეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ რეჟიმის საეტაპო დასუსტებაში და ეს არ იყო ადვილი საქმე, ამას დიდი თავგანწირვა სჭირდებოდა, რაც ლევანმა და მისმა მთელმა ოჯახმა არაერთხელ გამოავლინა. დღეს ბევრი უბიოგრაფიო კაცი გვაწონებს თავს და საკუთარ პერსონაზე ლეგენდებს ქმნის, თითქოს სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. ლევან გაჩეჩილაძე ჩვენი თანამედროვეობის ის ლიდერი გახლდათ, რომელმაც მართლა იბრძოლა, მართლა გაიმარჯვა, მართლა გამორჩეული წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის სასიკეთო პროცესში და ეს
დ ა ს ა ფ ა ს ე ბ ე ლ ი ა!!!!!!!!!!!!! იყო ძალზედ ნიჭიერი და უბოროტო კაცი. უზომოდ ვწუხვარ, მისი გარდაცვალების გამო…

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება