მახსოვს, ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიყვებოდა, შუაღამისას გამაღვიძეს, მიშა გირეკავსო. რომელიღაც მონაკვეთზე შუქები იყო ჩამქრალი, პრეზიდენტმა გადაიფრინა ვერტმფრენით და დაინახაო. მაშინვე წავიყვანე ბრიგადა და ნათურები შევცვალეთო. კაბინეტი და კომფორტი კი არა, 4 წელი რეზინის ჩექმა ვერ გავიძრე ფეხიდანო… მოყოლისას ფანჯარაში იხედებოდა და, რომ დავაკვირდი, სევდიანი ღიმილით ამბობდა… ის ნაცი ისა…




