შს მინისტრი გეკა გელაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას -ს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
“ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობას, ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშხი: მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურებები, რაც ჩვენს პირველ ლედის გამოსვლის შემდეგ ჰქონდა, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი(ვიდეო)

თურქეთში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავეს, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები – გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი