შს მინისტრის მოადგილე კითხვაზე: რას უკავშირდება ბოლო პერიოდში ავტომობილების ჩხრეკა – ეს არის პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ დაცული იქნეს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-მდეა გაზრდილი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, -ის ყველა დანაყოფი აგრძელებს ეფექტურად ბრძოლას ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონოდ გასაღებასთან.
„ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ დაახლოებით 40%-ზე მეტი, დაახლოებით 50%-მდე არის გაზრდილი მსგავსი დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი. არაერთი პირი სისხლის სამართლებრივი წესით მიეცა პასუხისგებაში დანაშაულისთვის. უამრავი ნარკოგამსაღებელი და ნარკოგამსაღებლისთვის ხელშემწყობი პირი არის დაკავებული. ასევე, უამრავი ნარკოტიკული საშუალება არის ამოღებულია და შესაბამისი მოქმედებები მიმდინარეობს. -ის ყველა დანაყოფი აგრძელებს ეფექტურ ბრძოლას ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონოდ გასაღებასთან იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები დაცული იყვნენ ამ მძიმე სენისგან და დანაშაულისგან“, – განაცხადა დარახველიძემ.
კითხვაზე, რას უკავშირდება ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ ავტომობილების ჩხრეკა, შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ეს დანაშაულის პრევენციისთვის ხდება.
„პოლიცია „პოლიციის შესახებ კანონის“ შესაბამისად მოქმედებს, სადაც გათვალისწინებულია საპოლიციო ღონისძიებები, რომელსაც პოლიციელები ახორციელებენ. ეს არის პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ დაცული იქნეს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. შესაბამისად, როცა არის პოლიციის მიმართ მოთხოვნა, რომ მათ აღკვეთონ დანაშაული და მოახდინონ პრევენცია, სწორედ ამ ფარგლებში მოქმედებს პოლიცია და მისთვის დაკისრებულ ყველა მოვალეობას ეფექტურად ასრულებს. პოლიცია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები თავს დაცულად გრძნობდნენ“, – განაცხადა დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ამ გამოცდის შემოტანით უნდა გადაფარონ ის “ინოვაციური” საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც საბოლოდ აასრულებს პუტინის ოცნებას და დაასამარებს ისედაც გაუბედურებულ საგანმანათლებლო სისტემას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა – შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები