შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის სხვადასხვა დროს იკავებდა თავდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილის თანამდებობებს.
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
