: ხაბეიშვილმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო დაზიანება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სასტიკად ნაცემ ლევან ხაბეიშვილზე ამბობს, რომ მან დაზიანებები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს მიიღო.
„არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს. კადრებშიც კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება.
დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას,“ — განაცხადა დარახველიძემ.
პარლამენტის დეპუტატსა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, გასულ ღამეს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებული აქვს სახე, ჩამსხვრეული აქვს კბილები. ექიმის ცნობით, მას მოტეხილი აქვს ცხვირი აქვს და მიეცა „მკაცრი რეკომენდაცია“ დარჩეს კლინიკაში.
-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია