შსს: ხაბეიშვილი პოლიციის ხელის შეშლის მიზნით კორდონში შევარდა, რა დროსაც მიიღო დაზიანება

დღეს გამართულ ბრიფინგზე, -ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, “პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა” და ამ დროს მიიღო ფიზიკური დაზიანებები.
იგი ასევე ირწმუნება, რომ ხაბეიშვილი საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, ხოლო მის ცემასთან დაკავშირების “შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას.”
“საზოგადოებამ კარგად ნახა, და ეს სხვადასხვა არხების პირდაპირ ეთერებშიც კარგად ჩანდა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს. კადრებშიც კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება.