შსს-ში იბარებენ აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძეს, რომელიც ში იბრძოდა

„კრიმინალურ პოლიციაში დამიბარეს დაკითხვაზე ხვალისთვის“, – დაწერა მან ფეისბუკზე.
ხმალაძე, – რომელიც ში იბრძოდა ს წინააღმდეგ, საქართველოში 2024 წლიდან დაბრუნდა და აქციებში აქტიურად მონაწილეობს.
ხმალაძე მონაწილეობდა 4 ოქტომბრის აქციაშიც, რომლის გამოც უკვე 46 ადამიანი დააკავეს. ბოლოს, – დღეს, 10 ოქტომბერს – დააკავეს ავთანდილ სურმანიძე, რომელიც ასევე იბრძოდა უკრაინაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 46 დემონსტრანტიდან პატიმრობა შეუფარდეს უკვე 31-ს – უკლებლივ ყველას, ვისი საქმეც განიხილეს.
პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.
სუს-მა 5 ოქტომბერს, – სა და პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემონსტრანტების ნაწილის შეჭრის მცდელობის მომდევნო დღეს, განაცხადა, რომ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები (დეტონატორით).
სუს-ის გამოძიების ვერსიით, ამ მასალის გამოყენებით 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები.
სუსმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა ბ.ჭ.-მ აღნიშნული საბრძოლო მასალა და იარაღი შეიძინა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“, – თუმცა არც მისი ვინაობა და არც დანაყოფი არ დაუსახელებია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს