სურამთან, სადაც რამდენიმე ავტომობილი გზიდან გადავარდა, არავინ დაშავებულა.
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსით არის დაწყებული.
გავრცელებული ინფორმაციით, გზიდან გადავარდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ ავტომობილები გადაჰქონდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა შესაბამისი კადრები, სადაც ჩანს რამდენიმე მანქანა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან არის გადავარდნილი, მათ შორის რამდენიმე დამტვრეულია.
