შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციელმა ძაღლს სამსახურებრივი იარაღიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ესროლა, ძაღლი კლინიკაშია გადაყვანილი, ფაქტზე კი მოკვლევა მიმდინარეობს

სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე ხმაური იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, ძაღლმა ბავშვს დაუყეფა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ადგილობრივების განმარტებით, მათ ჰკითხეს, თუ რატომ ესროლა ძაღლს იარაღი, როცა შეეძლო სხვა მეთოდით მოეგერიებინა, რაზეც პოლიციელმა უთხრა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში იმოქმედა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. დაშავებული ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.
-ში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ.
„პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში. ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა”, – აღნიშნავენ შსს-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა