-ში აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაია უწყებაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს ახალაია.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზეა დაბარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს