შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, 14 ადამიანია დაკავებული.
შსს-ს ცნობით, დაკავებულების სახლებისა და მანქანების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია პისტოლეტები, რევოლვერები, მჭიდები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, გადაჭრილი სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ვაზნები, დანები.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
