შსს-ს ცნობით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს აქციის დროს პოლიციის ავტომობილის დაზიანებისთვის

პოლიციამ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს() თანახმად, ის ს მოქალაქეა. სამინისტრო მხოლოდ მის ინიციალებს ასახელებს.
შსს-ს მიერ დღეს, 31 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”.
შსს-ს თანახმად, რუსეთის მოქალაქის, 1995 წელს დაბადებული დ.კ.-ს იდენტიფიცირება „ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების” შედეგად მოხდა და ის თბილისში დააკავეს.
რუსეთის მოქალაქეს ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება. სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2024 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც საქართველოში დაიწყო ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები, პოლიციამ სისხლის სამართლის სხვადასხვა ბრალდებით 50-ზე მეტი პირი დააკავა. ასეულობით დემონსტრანტი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ბრალდებით.
დაკავებულთა შორის რუსეთის მოქალაქეები ადრეც იყვნენ.
ფორუმი