შსს-ს ცნობით, ბაჩიაშვილი სომხეთში რუსული პასპორტით გადავიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით დატოვა, შემდეგ კი სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტი რუსული პასპორტით გაიარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა „საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული ს ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით“ — აცხადებს .
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს
აქამდე პროკურატურა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებდა. ორივეში მომჩივანი ა. ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე 2.5 მილიონ-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ხოლო მტკვარი ჰესის ბრალზე – 50 000 ლარი. ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა. 4 მარტს მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ საქართველო დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი