შსს-ს ცნობით, აქციებზე 150 -მდე პოლიციელი დაშავდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, აქციების მიმდინარეობისას 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.
ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაშავებული სამართალდამცველების ფოტოსურათიც წარმოადგინა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სამწუხაროა რომ ძალადობის დაგმობას ცალმხრივი ხასიათი აქვს.
„სამწუხაროდ მხოლოდ იმ ადამიანების ფოტოები ვრცელდება ვინც აქციის დროს დაშავდნენ და არ ვრცელდება იმ პოლიციელების ფოტოები, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მშვიდად იცხოვროს და წარმოიდგინეთ როგორია პოლიციელისთვის, რომ შენს გვერდით დგას შენი თანამებრძოლი და მას პიროტექნიკა ან ქვა ეცემა და ამ დროს ინტენსიურ ცეცხლს უშენს პოლიციელებს აქციის მონაწილე. ეს რომანტიზებულია და აქებენ ასეთ საქციელს. რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდია და დასაგმობია, როგორც პოლიციების მხრიდან ძალადობაა დასაგმობი ასევე აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობაა დასაგმობი და ამ შემთხვევაში ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს