შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა, კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს

ლანჩის ნაკრებების ტენდერი საპროტესტო აქციების პერიოდში ქუჩებში მომუშავე სამართალდამცავებისთვის 28 ნოემბერს, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების დღეს გამოცხადდა.
წინადადებების მიღების ვადა რამდენიმე დღის წინ ისე ამოიწურა, რომ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის გამოცხადებამდე სამინისტრომ ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ორმა კომპანიამ გამოთქვა ტენდერში მონაწილეობის წინასწარი სურვილი და ფასიც შესთავაზა, თუმცა უკვე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა კომპანიებმა არ მიიღეს – ტენდერი არ შედგა.
ტენდერის ჩაშლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ლანჩის ნაკრებების შესყიდვას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განაგრძობს.
2024 წლის გაზაფხულიდან ლანჩის ნაკრებების დიდ ნაწილს ისედაც ტენდერის გარეშე ყიდულობს და შესყიდვის დეტალებს კანონდარღვევით მალავს. ლანჩის ნაკრები , რომელსაც სამინისტრო ყიდულობს ერთი სენდვიჩის, ერთი – 55 გრამიანი შოკოლადის და ერთი 0.5 ლიტრიანი პეპსისგან შედგება და დაახლოებით 9 ლარამდე ღირს
ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 26 ოქტომბრის ს შემდეგ, ქუჩებში მომუშავე ძალოვნების კვებისთვის 1 მლნ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. (რადიო თავისუფლება)

ასევე დაგაინტერესებთ