შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: მივმართავ მეგობრებს, ამოიღეთ ხმა, ყველას ვერ გაგიშვებენ

-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის, გოგა რაზმაძე ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირების პარალელურად შსს-ში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს.
რაზმაძის თქმით, სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს შეუცვალეს სახელი და გააუქმეს გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისისა და რეგიონული სამმართველოები, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრი ან მინისტრის მოადგილე საკუთარი სურვილით გადაწყვეტს, რა კატეგორიის დანაშაულის მონიტორინგს განახორციელებს დეპარტამენტი.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რეორგანიზაციის შემდეგ, პრაქტიკულად გამოძიების ხარისხის კონტროლის ფუნქციის გარეშე დატოვეს. დეპარტამენტს შეუცვლეს სახელი. გააუქმეს გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისისა და რეგიონული სამმართველოები (მათ შორის, ჩემიც). ახალი დებულების თანახმად, მინისტრი ან მინისტრის მოადგილე საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვეტს, რა კატეგორიის დანაშაულს დამონიტორინგებს დეპარტამენტი. 2023 წლის 12 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში, სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრე. აღნიშნული რეორგანიზაცია დაამთხვიეს რუსული კანონის მიღებას. წინა წელს სწორედ ამ კანონის საჯაროდ გაპროტესტება არ მაპატია სისტემამ” – წერს რაზმაძე.
რაზმაძე მოუწოდებს ყოფილ თანამშრომლებს ხმა ამოიღონ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ასევე, დააფიქსირონ საკუთარი აზრი რუსულ კანონთან დაკავშირებით.
“მივმართავ დეპარტამენტში დარჩენილ ჩემს მეგობრებს – ამოიღეთ ხმა, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რეაგირება თქვენი კანონისმიერი ვალდებულებაა. ყველას ვერ გაგიშვებენ, თუმცა ცალ-ცალკე აუცილებლად მოგერევიან, რომელმაც პრაქტიკულად უფუნქციოდ დაგვტოვათ. არც გკითხეს ისე გადაგანაწილეს სხვადასხვა სამმართველოებში (ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს). საკუთარი აზრი დააფიქსირეთ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ესეც თქვენი ვალდებულებაა. ჩემთვისაც ეს სამსახური (სადაც 12 წელი ვმუშაობდი) ჩემი შვილების რჩენის ერთადერთი წყარო იყო. თუმცა, ღირსებაზე მაღლა არაფერი დგას. თქვენ გაქვთ ერთადერთი და ვფიქრობ, ბოლო შანსი ღიად დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ბოლო დღეებში ძალადობის გამპრავებელ სპიკერად გვევლილება, არის ამ ყველაფრის შემოქმედი. არა რუსულ კანონს” – ამბობს რაზმაძე.
გოგა რაზმაძემ განცხადება პირველად 2023 წლის 12 ივლისს გაავრცელა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვა. რაზმაძე წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და “საქმე გაურჩიეს”.
რაზმაძის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც უწყების თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას სრული ტყუილი და აბსურდი უწოდა.
10 ნოემბერს რაზმაძემ დაწერა, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლებული გოგა რაზმაძის საქმეზე სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა.
ამავდროულად, რაზმაძემ 24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.