-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი ნ.ს დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების თანახმად, სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიცემის მიზნით.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს” – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობ, ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხს – შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა დაკარგა თავისი ძალა

ნანუკა ჟორჟოლიანი: თოფურიაზე, ბუდუზე, ქოჩორაზე გაბრაზებული იყო “ქოცი“, გამოვიდნენ კობახიძე, კალაძე და ბოლომდე შეიზილეს – რას ვშვრებით ჩვენ? პატარა ფეხის გადაბრუნებაზე სახეს ვახევთ ყველას