შსს-ს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს

2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა დაკავებული.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გუშინ მიმდინარე აქციის დროს 12-მა სამართალდამცავმა მიიღო დაზიანება.
დაკავებული პირები სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანატოლი გიგაურის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისას, გაიგონა პოლიციელების მისამართით გიგაურის ნათქვამი: „რატომ მირტყამ, რატომ დამარტყი“