შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს, აქციაზე ჯანმრთელობის დაზიანება 21-მა სამართალდამცავმა მიიღო, ბოლო დღეების განმავლობაში კი 113 პოლიციელი დაშავდა, საიდანაც 4 კლინიკებში რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში მიმდინარე აქციაზე ჯანმრთელობის დაზიანება სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა მიიღო.
უწყების ცნობითვე, ჯამურად, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, რომელთაგან 4 სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ.
აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, გასულ ღამეს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.