შსს-ს გაფრთხილება: მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ბუნებრივ ნიშნულამდე შემცირდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღეს მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე იგეგმება, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან.
ამის მიზეზია სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარში, სადაც წუხელ მანქანა გადავარდა. მაშველები რამდენიმე მგზავრს ამ დრომდე ეძებენ სპეცტექნიკის გამოყენებით. სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი.
“გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – ნათქვამია -ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა