შსს-ს ბრიფინგზე სხვა ქვეყნებში აქციების დარბევის ვიდეო გაუშვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ “სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი” ვიდეოკადრები გაუშვა.
“[…] გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა. განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს და მის მიერ არსებული უფლებამოსილების ფარგლებში საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს”. – თქვა კუპატაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის დროს “გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები”.