შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო სკოლებში ახალ პროექტს. “პროფესია პოლიციელი”, იწყებს. “გეკას” (შს მინისტრის, გელა გელაძის ზედმეტსახელი) თქმით, კამპანიის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – “პროფესია პოლიციელი”, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს – ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში, ადგილზე გაეცნონ მათ მიღწევებს, შედეგებს და წარმატებას ყოველდღიურ საქმიანობაში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს, ახალგაზრდები დაინტერესდნენ და ჩვენ დავაინიციირეთ კანონმდებლობა, რომ შსს-ს აკადემია იქნება პროფესიული უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მომავალი თაობა შეძლებს დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიებს” – განაცხადა “გეკამ”.




