შსს: რუსთაველზე კაცს ფეხის არეში უკბინა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა

რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “პოლიციამ, სავარაუდოდ, ცემა აქციის მონაწილე”.
უწყება ამბობს, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილეს დაზიანება არ მიუღია.
“რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა.
აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია” , – აღნიშნავენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, გვიან ღამით სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც სისხლი ჩანს. მოქალაქეები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ “პოლიციამ სავარაუდოდ, ცემა აქციის მონაწილე და წაიყვანეს განყოფილებაში”.