შსს – პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დამზადების, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, ს ფედერაციის მოქალაქე ტ.შ., 1998 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს.
„დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“, „მდმა“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია, მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს