: ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედების დროს ორი მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 მარტს ნინოშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების დროს ორი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებამდე ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცავებს.
“მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. რა დროსაც პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა”, – აცხადებენ -ში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის