შსს-მ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვისთვის” 5000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, ეუთო-ს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 14 ოქტომბერს იმყოფებოდა. ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა.
მეორე დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, “კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“. მოგვიანებით ელინა ვალტონენმა ფინურ გამოცემა helsingin sanomat-ს განუცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან დაგეგმილი შეხვედრა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო.