შსს-მ ეუთოს თავმჯდომარე „გზის გადაკეტვისთვის“ 5000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, 5000 ლარით დააჯარიმა – მას ედავებიან 14 ოქტომბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ელინა ვალტონენს ჯარიმის ქვითარი გამოუწერეს.
14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი. 14 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის შეუერთდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრიდან იმართება.
15 ოქტომბერს კობახიძის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე ყოფნის გამო, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
ფინური გამოცემის, Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით კი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი სთან შეხვედრა და ამის შესახებ სამშაბათს, 14 ოქტომბერს ღამით აცნობა კიდეც მასპინძელ მხარეს.
Helsingin Sanomat-ს ელინა ვალტონენმა სატელეფონო კომენტარში განუმარტა, რომ მისი „შეხვედრა პრემიერ-მინისტრ სთან გაუქმდა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით, განრიგში ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ წინა ღამით ეცნობათ“.
გუშინ, 15 ოქტომბერს, მ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე „უცხოელ აგენტად“ მოიხსენია, აქციაზე მისვლის გამო.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-დან მიმართა და ჰელსინკიში დაპატიჟა.
„როგორც ეუთოს თავმჯდომარე, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებიდან 50 წლისთავზე, გეპატიჟებით ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.
P.S. ბოდიშს გიხდით, რომ დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია”, – დაწერა პლატფორმა X-ზე ელინა ვალტონენმა.
ფორუმი