შსს-მ გამოძიება დაიწყო საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის აპარატებიდან საპროტესტო შინაარსის აუდიოჩანაწერების გავრცელების გამო გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
დღეს, 24 იანვარს, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საპროტესტო შინაარსის აუდიოჩანაწერები იყო ჩართული. ჩანაწერ ხმაში, რომელიც სწრაფი გადახდის აპარატებიდან გამოდიოდა ასევე ისმოდა ევროკავშირის ჰიმნი და ნაწყვეტები სხვადასხვა სიმღერებიდან.
საპროტესტო შინაარსის აუდიოჩანაწერების გავრცელების გამო თბილისის მერიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის ვალდებულებაა, საღი აზრის ფარგლებში, პროპორციულობის ფარგლებში, შევეწინააღმდეგო იმას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია, მადლიერები ვართ პარტნიორების, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ არ გავჩერდეთ – ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას