შსს: მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე 2 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების შესახებ – უწყების პრესრელიზში ნათქვამია, რომ “პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ
განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები”, პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს ცივი იარაღი აღმოაჩნდა. არის თუ არა ამ ორ დაკავებულს შორის ერთი დეპუტატი , რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის წინა ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა, უწყება არ აკონკრეტებს.
პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეთა ნაწილმა მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ამოიწურა მთავრობისთვის მიცემული ვადა (17 აპრილის 22:30 საათი) სადავო კანონპროექტის უკან გასაწვევად.
საქართველოს პარლამენტმა “აგენტების კანონი”, რომელიც გასული წლის მარტში ხალხმრავალი აქციების ფონზე უკან გაიწვიეს, დღის წესრიგში კვლავ 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. 17 აპრილს კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტმა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ