შსს – კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
„მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება