შსს-ის ინფორმაციით, გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, “გირ­ჩი – მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წევ­რი გელა ხა­სა­ია ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. უწყე­ბის ცნო­ბით, მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია კი­დევ ერთი პირი.
-ს გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1975 წელს და­ბა­დე­ბულ რ.ჩ-ს ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.
და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.
„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ხ. და 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ქ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.
და­ნა­შა­უ­ლი 3 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1975 წელს და­ბა­დე­ბულ რ.ჩ-ს ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.
და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია.
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გ.ხ. და ვ.ქ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ხით და­ა­კა­ვეს.
მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.