: თურქეთის მოქალაქეს საქართველოში 21 შეკვრა „კოკაინი“ შემოჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული უ.ო. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყებსი ცნობით, სამართალდამცველებმა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “სარფის” ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამუნა კეკენაძე: დიუშენის მქონე ბავშვების პრობლემებს გავყვებით ბოლომდე, რომ ეს არ იყოს მორიგი მოტყუება, როგორიც ფასების შემცირების კუთხით ჰქონდათ – პრემიერი მალე მოდის პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ამისთვისაც უნდოდა ე.წ. პოზიტიური იმიჯის შექმნა