შსს: ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების მიზეზების დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაღუპულებს და დაშავებულებს შორის -ს თანამშრომლებიც არიან. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ს ცნობით აფეთქების მიზეზების დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მუშაობას აგრძელებენ ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერ ექსპერტი.
აფეთქება თბილისში, ისნის რაიონში მდებარე ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში 12:00-ისათვის მოხდა. მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთი კი მაღაზია “ბეთლგრაუნდის” თანამშრომელია.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო