შსს – ბაჩო ახალაია დაბარებულია მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ბაჩო ახალაია დაბარებულია მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს