შსს: აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედების აღკვეთისას გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აქციის დარბევის დროს “გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები”.
“ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გადაამეტეს და ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება მანიფესტაციის დროს ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
[…] ვაფრთხილებთ ყველა აქციის მონაწილეს: იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები ისევე, როგორც -სა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.