შსს აქტივისტების სახლებში ჩხრეკაზე – გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ უწყებიდან მოწოდებული განცხადებით ირკვევა, -მ გამოძიება ორი – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიური მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტების ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი), ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის საცხოვრებელ სახლებში პოლიცია, ამ წუთებში, ჩხრეკას ატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას