ამტკიცებს, რომ 6 დღეა ბაჩო ახალაიას ხმის ნიმუში ვერ მოიპოვა

“გეკას” უწყება, სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია.
ბაჩო ახალაია რომ -ში დაიბარეს, ეს ინფორმაცია გუშინ, მისმა მეუღლემ გაავრცელა და დაწერა, რომ მის კუთვნულ ტელეფონზე დაუკავშირდნენ. შსს-ს გუშინ განცხადება არ გაუვრცელებია. როგორც ირკვევა, ხმის ნიმუში, შსს-მ 4 ოქტომბრიდან დღემდე ვერ მოიპოვა, იმ პირის, რომელიც თავად დაკითხა არაერთხელ, გაასამართლა და ციხეშიც ჩასვა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს