ამბობს, რომ ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოსტის გამო დააკავა – Netgazeti

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული. აფგან სადიგოვი პოლიციამ სახლში დააკავა 4 აპრილის საღამოს.-ს ცნობით, სადიგოვის  მიმართ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაწყებული:“აფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით,  4 აპრილს დააკავეს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.აფგან სადიგოვი წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც ზეპირ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.