“შოტლანდიელებო, მადლობლები იყავით, რომ უკვე გახვედით, რადგან საქართველოში…” – სტივ კინი მატჩამდე Dailymail-ს ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა სტივ კინმა, dailymail-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო ნაწყვეტებს ინტერვიუდან, სადაც კინი საქართველოს ნაკრებსა და ქართულ ფეხბურთზე საუბრობს.
“შოტლანდიელები მადლობლები უნდა იყვნენ, რომ უკვე შეძლეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რადგან მათ ახლა საქართველოსთან უწევთ შეხვედრა. საქართველოსთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ჩაიარა შესარჩევმა ეტაპმა. შოტლანდიამ იცის წარსულის მატჩებიდან, რომ მათ საქართველოში ძალიან მტრული გარემო დახვდებათ და საქართველო მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს წარუმატებელი
შესარჩევი ჰქონდა, გულშემატკივრები თბილისში აქტიურად ქომაგობენ მათ. ისინი შოტლანდიელებს ჰგვანან. ისინი ისეთი ამაყები და პატრიოტები არიან, რომ წინა შედეგები და თამაშები უმნიშვნელოა, რადგან საქართველო მაინც მთელი ძალით ითამაშებს.
ეს არის ქვეყანა, რომელსაც ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. მაგალითად, მამარდაშვილი, რომელიც “ვალენსიას” მეკარეა და რომლის მიმართაც სერიოზულ ინტერესს იჩენენ. კვარაცხელია “ნაპოლიში” ბრწყინვალედ თამაშობს და როდესაც მათ უყურებ, ფიქრობ, რომ უფრო მეტი მათგანი უნდა თამაშობდეს უკეთეს ჩემპიონატებში. არაა გამორიცხული, რომ ინგლისურმა კლუბებმა უკვე ისე აქტიურად დაიწყონ მათზე დაკვირვება, როგორც იტალიელებმა.
ნაკრების უმეტესობა ფეხბურთელი არ თამაშობს საქართველოში, მაგრამ ყველამ საქართველოს ჩემპიონატში დაიწყო თამაში. ასე რომ, ამ ჩემპიონატში ძალიან ბევრი მოთამაშეა, რომლებიც მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ და არ გამიკვირდება, რომ იტალიური კლუბები სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს, რომ ეს ფეხბურთელები ხელში ჩაიგდონ.
მე უკვე მკითხა რამდენიმე მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელებზე და მე ყოველთვის გულწრფელი ვარ მათთან. ჩვენ გვყავს კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები, მათ შორის, ძალიან კარგი 19 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც ახლა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად არის. ის ტოპ-მოთამაშეა და უახლოეს წლებში მის სახელს ძალიან ხშირად გაიგებთ. ის ძალიან ძლიერი, სწრაფი და აგრესიული მცველია. მე არ მგონია, რომ ჩვენ მის შენარჩუნებას შევძლებთ, რადგან იტალიური კლუბები აქტიურად აკვირდებიან მას. ის აუცილებელად კარგ კლუბში აღმოჩნდება.
გიორგი არაბიძეს, ჩვენს მარჯვენა ვინგერს, ასევე შეუძლია ტოპ-დონეზე თამაში. კვარაცხელია დიდებულია, მაგრამ მისი მსგავსი ფეხბურთელები სხვებიც არიან ეროვნულ ჩემპიონატში”, – თქვა კინმა.
ბრავო სტივს ის პიროვნულადაც დიდებული ადამიანი ყოფილა. ქართულ ფეხბურთზე თუ ფეხბურთელებზე ვეჭვობ ასეთ ნიუანსებში ეხლანდელი ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ერკვეოდეს. თუ ბატონი კერესელიძე მოაცილებს ტორპედოში კიდევ მრავლად დარჩენილ ბალასტს და მოუყვანს ამ კაცს 4-5 მაღალი ხარისხის ლეგიონერს, დარწმუნებული ვარ ის ტორპედოს გაიყვანს რომელიმე ევროტურნირზე ყველაზე დიდი 2-3 სეზონში და შესაბამისად რამოდენიმეჯერ გახდის გუნდს საქართველოს ჩემპიონს.