გუშინ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
მასპინძელთაგან თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, “ნაპოლის” გარემარბმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
Geo Team-ის ცნობით, შოტლანდიასთან დაპირისპირებამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე “კვარამ” თავის არეში მძიმე დარტყმა მიიღო.
ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოკვლევებზე ორჯერ წაიყვანეს და თავის ძლიერი ტკვილებიც აწუხებდა და იყო დიდი რისკი, რომ შოტლანდიასთან მატჩს გამოტოვებდა, თუმცა ხვიჩამ განაცხადა, რომ 16 ნოემბერს, “დინამო არენაზე” თამაში ნებისმიერ შემთხვევაში სურდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 8 ქულით
მეოთხე ადგილზეა და 19 ნოემბერს ბოლო ტურში ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.