შოლცთან შეხვედრაზე ბაიდენი უკრაინის დახმარების დაყოვნებას უწოდებს “თითქმის დანაშაულებრივ უგულებელყოფას”

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 9 თებერვალს “თითქმის დანაშაულებრივი უგულებელყოფა” უწოდა რესპუბლიკელების მხრიდან რუსეთთან მებრძოლი უკრაინისთვის ახალი დახმარების გაგზავნის დაყოვნებას.
ბაიდენი ამ განცხადებით გამოვიდა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე თეთრ სახლში, სადაც განიხილავდნენ ს მხარდაჭერის შესანარჩუნებელ ძალისხმევას აშშ-სა და ევროპაში.
შოლცმა ისაუბრა ევროპაში მზარდ შეშფოთებაზე უკრაინის დაფინანსების საკითხზე ბაიდენსა და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის თაობაზე. შოლცის თქმით, აშშ-ის და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშე ს არ ექნება შანსი თავი დაიცვას.