“შოკ­ში ვართ მისი ასე­თი სიკ­ვდი­ლით”

თბი­ლის­ში ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა ვარ­კე­თილ­ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფით თე­მა­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა მე­ზო­ბე­ლი და მისი მე­გო­ბა­რი სა­ნა­დი­რო თო­ფით მოკ­ლა.

  • AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნიკა არჩვა­ძე და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბაჩო ბა­შა­რუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი უკვე და­ა­კა­ვა. მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ყო­ფით თე­მა­ზე არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ 1985 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ბ. -ს და მის მე­გო­ბარს 1984 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ა. -ს სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ი.კ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს” – ნათ­ქვა­მია -ს გან­ცხა­დე­ბა­ში

რო­გორც AMBEBI.GE-ს ნი­კო­ლოზ არჩვა­ძის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, ახალ­გაზ­რდა თბი­ლის­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. ირ­კვე­ვა, რომ კონ­ფლიქ­ტი და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­ი­წყო, სა­დაც ნიკა არჩვა­ძე და ბაჩო ბა­შა­რუ­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

“ნი­კო­ლო­ზი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია იყო, მე­ო­ჯა­ხე, მშრო­მე­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი. შოკ­ში ვართ მისი ასე­თი სიკ­ვდი­ლით. ცხოვ­რობ­და თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ასუ­რეთ­ში. თბი­ლის­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. ზუს­ტად რა მოხ­და, არ ვი­ცით. ვიცი, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყ­ვნენ ერ­თად, მერე ნიკო დარ­ჩა ბა­ჩოს­თან სახ­ლში. ამ­ბო­ბენ, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოხ­და ჩხუ­ბიო, გამ­თე­ნი­ი­სას მომ­ხდა­რა მკვლე­ლო­ბა. ბაჩო მხატ­ვა­რი იყო, 3 შვი­ლის მამა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, ნი­კო­ლოზს 2 შვი­ლი დარ­ჩა”- გვიყ­ვე­ბა მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ