აზიური ტკბილეულის ქართული ბრენდი – “ლოკმა” BMG-სთან ბაზარზე შოკოლადის ფასის ზრდაზე საუბრობს. “ლოკმას” თანადამფუძნებელი მარიამ მარტყოფლიშვილი ამბობს რომ თუ შოკოლადის გლობალურ ბაზარზე ფასის ზრდა გაგრძელდა, შეუძლებელი გახდება, არსებული ფასებით ბაზარზე ოპერირება გააგრძელონ.
„შოკოლადის ფასმა ძალიან მოიმატა და მალე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს. დიდმა ბრენდებმა ეს უკვე ასახეს თავიანთი პროდუქციის ფასებზე. მიუხედავად იმისა და მხოლოდ 6 თვეს ვითვლით, ვინარჩუნებთ სტაბილურად ფასებს, რაც პირველივე თვიდან შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს.
ვეცდებით ეს ფასები მაქსიმალურად სტაბილურად შევინარჩუნოთ და ხარისხი არ დავკარგოთ, მაგრამ შოკოლადის გლობალურ ბაზარზე შოკოლადის ფასების მატების ტენდენცია თუ გაგრძელდა, ფასების ზრდა ჩვენც მოგვიწევს, რადგან შეუძლებელი გახდება, რამე მცირე მოგებაზეც კი საუბარი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ დროისთვის თეთრი, შავი შოკოლადი და ფისტა აქვს, რაც მომხმარებელმა მიიღო და შეიყვარა.
მარიამ მარტყოფლიშვილის თქმით, მომავალი წლიდან ახალი “ლოკმას” პროდუქციას პრალინეს კრემი დაემატება.