შოიგუ საქართველოს ხელისუფლებას აქებს „დესტრუქციულ გავლენებთან წინააღმდეგობისთვის“

ს ხელისუფლება მორიგ ჯერზე აქებს „ქართული ოცნების“ მთავრობას. ამჯერად ს უშიშროების საბჭოს მდივანმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, მიუთითა „მდგრადობაზე საქართველოს ხელისუფლებისა, რომელმაც დესტრუქციული გარე გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო“.
“საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ს დროს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული დესტრუქციული ქმედებებისათვის წინააღმდეგობის გაწევა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მდგრადობა დასაფასებელია – მათ ნამდვილად დაიცვეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები“, – თქვა მან.
მოსკოვში არაერთხელ შეუქიათ თბილისი „სუვერენიტეტის დაცვის“, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონების მიღებისა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისთვის. რუსი პოლიტიკოსების გზავნილები ხშირად ემთხვევა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს.
დსთ-ს უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, შოიგუმ გააკრიტიკა მოლდოვის ხელისუფლება, რომელმაც, მისი თქმით, „რუსეთში მცხოვრებ მოლდოვის მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება არ მისცა, იმით, რომ მოსკოვში მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი გახსნა“.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესის კომენტირებისას, შოიგუმ თქვა, რომ „ამიერკავკასიაში სიტუაცია გაცილებით სტაბილური გახდა“.
„ბევრს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მერვე ან მეცხრე კონფლიქტი მოაგვარა, შეერთებული შტატები იყო“, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ „რუსეთმა გააკეთა ყველაფერი სიტუაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.