რუსთველზე, აქციაზე, შოთა არველაძეა. იგი ტვ პირველთან ამბობს:
ყველას თავისებური პროტესტი აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ზოგი წერს, ზოგი, მოდის და აქ აპროტესტებს. გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, დღეს არ მოვსულიყავი აქ და არ შევერთებოდი მონაწილეებს. ძაან რთული საყურებელი იყო, აუტანელი, შოკი იყო, რაც ვნახე. რაც ხდება, საშინელებაა. როცა ის, ვინც უნდა გიცავდეს, ესე ექცევა თანამემამულეს, ქალს, ვინც არ უნდა იყოს, თუ ეს როდესმე ხდებოდა და ცუდი იყო ეს ისეთივე ცუდია, როგორც ადრე იყო.
მე ჩემი წუხილი გამომითქვას სოციალური ქსელითაც, შეიძლება ხშირად არა. 6–7 ჯარისკაცი რომ დაიღუპა ერთ დღეს უკრაინაში, დიდი ბჭობა იყო მიგვესამძიმრებია, თუ არა. რა ვიცი, ამ ქვეყანაში, რაც თავი მახსოვს, ყველაფერი შეიძლება გააცდინო ადამიანმა, ქორწილიც კი, მაგრამ პანაშვიდიზე და სამძიმარზე აუცილებლად უნდა მიხვიდე. მაშინ გამოვხატე პირველად ასეთი აზრი. შემდეგ კანონის მიღებაზე, არაფერში ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდებოდა. დღეს როცა ჩავთვალე, რომ შემელო ფიზიკურად ვყოფილიყავი მონაწილე. მოვედი აქ.
ერთადერთი რისი გაგებაც მინდა, რატომ შეიძლება საკუთარ ადამიანებს მოექცე ასე. რატომ არ შეიძლება აუხსნა და ამის მერე, თუ ვინმემ ვერ გაიგო, წიხლებით არ შედგე და ხორხი არ გაუჭყლიტო ნახევარ საქართველოს. ეს არ მომწონს და არ შეიძლება ამის შორიდან ყურება.
მე ცალკეულ განცხადებებს არ ვაკვირდები, მთლიან სურათს მინდა შევხედო, რატომ გამოდის ყველა გადაწყვეტილების და განცხადების შემდეგ 300 000 კაცი გარეთ? მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილების შემდეგ რატომ გამოდის აურაცხელი ადამიანი და აპროტესტებს? ეს ყველაფერი უნდა გააცნობიერონ… და არ იჯდეს მერე ორასი ექსპერტი აქედან, ორასი ექსპერტი იქიდან და 5 საათამდე ხსნიდნენ თუ როგორი დამპალია ადამიანი, როგორი საზიზღარია, როგორი მიკერძოებულია და როგორ უნდა ზუსტად ისე იყოს, როგორც მას უნდა და მაინც ხალხი ასეთი გიჟი, ესე იგი მეტი საქმე არა აქვს და დგას ქუჩაში და იყინება?