შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გვიანობამდე მოემსახურება – თბილისის მერია

შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. განცხადების თანახმად, მეტროპოლიტენი მუშაობას 7 იანვრის 00:00-ის ნაცვლად, 03:00 საათზე დაასრულებს.
„6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება“ – ნათქვამია განცხადებაში .