ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
,,გაჭირვება, განსაკუთრებით საქართველოში ყოველდღიური მოვლენაა და არა მარტო შობას გასახსენებელი. ამიტომ საკვები პროდუქტების შეგროვება და უმწეოთა დახმარება ეკლესიიდან უნდა ხდებოდეს ყოველდღე. ასეა მსოფლიოს ეკლესიებში.ალბათ უმრავლესობას გინახავთ სურსათით სავსე პარკები ევროპა ამერიკის ტაძრებში. შობა არ შეიძლება ამ მხრივ საჩვენებელ–თეატრალიზებულ წარმოდგენად იქცეს,მით უფრო ხალხისგან მილიარდების მომპარავი მთავრობის წევრთა საპიარო ადგილად.“




